მიხეილ ჯანელიძე და იან კელი შეხვედრისას, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისა და დასახული მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის, ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
16-02-2017, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან შეხვედრა გამართა.



საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს მიმდინარე წლის 9-10 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის შედეგები.

 

 

„კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის შექმნის ადრეულ ეტაპზევე ქ. ვაშინგტონში ქართული მხარის მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ყველა მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილზე.



აღნიშნული ვიზიტის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს იმ პოზიტიური შეფასებებისა და ურყევი მხარდამჭერის გზავნილებისათვის, რომლებიც გაჟღერდა ქ. ვაშინგტონში სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრაზე. ამ მხრივ, მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად განაგრძონ ერთობლივი მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისა და დასახული ერთობლივი მიზნების ეფექტური განხორციელებისათვის.



შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს მიმდინარე წლის ორმხრივი დღის წესრიგი, მათ შორის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიით განსაზღვრული მიმართულებებით გათვალისწინებული შეხვედრებისა და ორმხრივი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

 



შეხვედრის დასასრულს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების კუთხით ორ მხარეს შორის კოორდინირებულ ქმედებებს", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი