თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინათ დაიწყო.
გვარამიას გამოკითხვა მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის ფარული აუდიოჩანაწერის თაობაზე მოხდება.
„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა შს სამინისტრომ დაადასტურა, მონტაჟია და არ არის სრული ვერსია.
გვარამია განმარტავს, რომ ჩანაწერი წაშლილია, რადგან ამის შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურირებდა სამი ადამიანი, მეოთხე პირი კი საუბარში არ მონაწილეობდა და უბრალოდ ოთახში შედიოდა და გადიოდა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი არ აპირებს დაასახელოს იმ მესამე პირის ვინაობა, რომელიც საუბარს ესწრებოდა.
მისი დაკითხვა სასამართლოში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე მოხდება. გვარამიამ, რომელიც შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. ამის შემდეგ კი, შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.