დონალდ ტრამპს, რომელიც მისი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ცდილობს, მორიგი დარტყმა მიადგა, რადგან მის მიერ მშრომელთა მდივნად დასახელებულმა ანდრიუ პაზდერმა ოთხშაბათს მისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა იმ წუხილების გამო, რომ სენატში დასამტკიცებლად საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოაგროვებდა.
პაზდერის გადაწყვეტილება, თეთრი სახლისთვის კიდევ ერთი რეგრესია მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირას, რუსეთის ელჩთან კონტაქტის გამო, თანამდებობაზე ერთ თვეზე ნაკლები დროის პერიოდში ყოფნის შემდეგ, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი გადადგა.
როგორც „როიტერსი“ წერს, პაზდერი, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი CKE-ის რესტორნებისა, რომელიც სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, მათ შორის „Hardee's and Carl's Jr“-ს მოიცავს, პოტენციური კონფლიქტების, საჩივრების და დავების ცენტრში იყო მოქცეული.
მან უფრო ადრე, თებერვალში, აღიარა, რომ მასა და მის მეუღლეს მოსამსახურედ დასაქმებული ჰყავდათ დოკუმენეტების არმქონე პიროვნება.
„ჩემს ოჯახთან საგულდაგულო განსჯისა და განხილვის შემდეგ, მე უარს ვაცხადებ ჩემი კანდიდატურის მშრომელთა მდივნის პოსტზე წარდგენაზე“, ნათქვამია პაზდერის გავრცელებულ განცხადებაში.
პაზდერის კანდიდატურის განხილვა სენატში ხუთშაბათს უნდა შემდგარიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.