სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელი პირების, გუკა და მაია რჩეულიშვილებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ძალაში დატოვა
16-02-2017, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელი პირების, დედა-შვილ მაია რჩეულიშვილისა და გუკა რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა.

 


მოსამართლე მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გუკა და მაია რჩეულიშვილებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა ძალაში დატოვა.

 


დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, ხოლო გურამ რჩეულიშვილისთვის პატიმრობის სანაცვლოდ, 150 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა.

 


პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეს გუკა რჩეულიშვილმა მიმართა.

 


„ციხეში ყოფნა არანაირი პრობლემა არ არის ჩემთვის, თუმცა რამე რომ არასწორად წავიდეს ჩემი მეუღლის მშობიარობის დროს, თქვენ დაგადანაშაულებთ”, - განუცხადა გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლე შოშიაშვილს და დაამატა:

 


”ჩემი მეუღლე ორსულადაა, მეოთხე მშობიარობაა. არ მეთაკილება და გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გამათავისუფლოთ, რათა მის გვერდით ვიყო”, - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი