სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე სხდომას მართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, პირველმა, მეორე და მეოთხე სამუშაო ჯგუფებმა, პრაქტიკულად, შეხვედრების პირველი რაუნდი დაასრულეს და მიმდინარე კვირაში მესამე სამუშაო ჯგუფიც მის კომპეტენციაში შემავალი თავების განხილვას დაასრულებს, რითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდება.
„ამის შემდეგ, როგორც უკვე შევთანხმდით, მომზადდება რედაქციები, მათ შორის ალტერნატივები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ, უკვე გადავალთ მუშაობის მეორე რაუნდზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხის განხილვა განაგრძო. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესი.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე, მეოთხე¹ და მეშვიდე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.