ვახტანგ ძაბირაძე: ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები
23-03-2015, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას ემხრობა და ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება.“ მისი თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის რესურსი, რომ  ის ამ მთავრობისთვის  სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს და აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკური ძალის საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, „კონტრპროდუქტიულია“. ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.


„ველოდებოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე 20 ათასამდე  კაცი მაინც მოვიდოდა.  მთლინობაში   „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის რესურსი, რომ  ის ამ მთავრობისთვის  სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.  მას არ აქვს  მოსახლეობის დიდი მხარადჭერა. პირიქით,  როცა  „ნაციონალური მოძრაობა“   ლაპარაკობს რიგგარეშე არჩევნებზე, ეს უკვე კონტრპროდუქტიულია. ე.ი. მოსახლეობა ყოველგავარი ბრმა ანალიზის  გარეშე, ინტუიციურად  საწინააღმდეგო აზრზე დგება. რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა ისინი მომავალში პერმანენტული  და ხალხმრავალი აქციების გამართვას, ესეც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ეს უკანასკნელი ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა  და ოპოზიცის მიტინგებს ხელს არ შეუშლის, სიტუაცია არ დაიძაბება.  


რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თემას, მე თუ მკითხავთ, ეს „ნაცმოძრაობას“ ხელს არც აძლევს.   ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები,“ განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი