თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ განაცხადა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ პროკურატურას სურს მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრას, თუნდაც ქრთამის ნაწილში.
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის თაობაზე გამოძებაში არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
„გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა ვისაუბრე, რატომ ვისაუბრე, ა.შ. გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებაზე ინფორმაციის და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი - კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად ამისა, კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული მთელ რიგ შემთხვევებში. იგივე ქრთამის ეპიზოდი, რომელსაც გამოწვლილვით ცდილობს და ირგვლივ უვლის გამოძიება. ამაზე იქნა გაკეთებული განმარტება.... შთაბეჭდილება დარჩა აბსოლუტურად იმისი, რაც რეალურად ხდება, შესაძლებლობა, რომ აღძრან ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე, ან ქრთამის აღების ნაწილით, რაც შეუძლებელია. სულ რომ ის მელაპარაკა, რაც გამოქვეყნდა, იქაც არ არის ქრთამის შემადგენლობა. ამას გარდა, ყველას შევახსენებ, რომ 6 მილიონი, საიდანაც მილიონი უნდა გადამეხადა ვითომ, საბოლოო ჯამში, რუსთავი 2-ში არ მოვიდა ამ ხელისუფლების გამო, იმიტომ რომ ის კონტრაქტი ყადაღის გამო დაიბლოკა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მცდელობა არის იმისი, რომ ან ქრთამის ნაწილი იყოს, ან ცრუ ჩვენება რაღაცა ასეთი ტიპის ახალი ბრალი წარდგენილი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გამოკითხვას მოსამართლე, გამომძიებელი და გვარამიას ადვოკატები ესწრებოდნენ.
გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. გვარამიამ, რომელიც შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. ამის შემდეგ კი, შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.