თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორცმისმა მკურნალმა ექიმმა, გიორგი გვახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაჭრილი ამ დრომდე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმის განცხადებით, 22 წლის პაციენტი კლინიკაში ღამით, 01:30 საათზე, ფილტვისა და თეძოს მიდამოებში ჭრილობებით შეიყვანეს.
„პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია.... პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა. ინახა გულ-მკერდის ღრუ, იმის გამო რომ მრავლობითი ჭრილობები იყო ფილტვზე, დაფლეთილი ჭრილობის გამო სისხლნაჟღენთები იყო მასიურად, რაც ქმნის ასევე დამატებით რისკფაქტორს. მდგომარეობა რჩება ისევ მძიმე. ამჟამად, რეანიმაციის განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე,“-განაცხადა ქირურგმა გიორგი გვახარიამ.
შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე განხორციელდა.
ვაკეში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.