პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება.
„მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ინსტიტუციის ერთიანობა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს,“ – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილზე ადრე, პატრიარქის მოსანახულებლად გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.