ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
16-02-2017, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს შეხვდა. ქობულეთის გამგეობის ცნობით, შეხვედრაზე ტურისტული სეზონისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე, სამომავლო ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს.

 

 

 

„ყურადღება გაამახვილეს საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქობულეთში როგორც სამთო, ასევე საზღვაო ტურიზმის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

 


წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების მიზნით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის რამდენიმე ახალია - ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება უკვე 17 სამიზნე ქვეყანაში.

 

 

აღნიშნული პროექტები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას, სერვისისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

 


შეხვედრის ბოლოს მხარეები ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ქობულეთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი