ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად
16-02-2017, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეთ ჰენდელმანთან გამართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემები უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის ახლახანს ხელმოწერილი სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, საქართველოში ერთობლივი საბრძოლო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება იყო.

 


„შეხვედრის დროს ლევან იზორიამ და კენეთ ჰენდელმანმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უქმნის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესს, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, საერთაშორისო მისიებსა და აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს“, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათივე ცნობით, ლევან იზორიამ ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიტვის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. დღესვე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი