„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და ამ საქმეზე მთავარი პროკურატურის განცხადებებს ეხმაურება.
მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აქვს იმის პრეტენზია, რომ მაქსიმალური გავლენისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქართული ეკლესია.
„ვატყობთ ნირწამხდარია მთელი „ქართული ოცნება" და რეალურად საპასუხოც კი არ აქვთ და მიედ-მოედებიან უარგუმენტოდ ყველაფერს. ოლიგარქის ბუნებაა, რომ ყველაფერს და ყველას მართავდეს და განსაკუთრებით ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტებს. ყველაზე მეტად ავტორიტეტული, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის ეკლესია. ხელისუფლება, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს და ჩაერიოს მაგალითად, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებში, ვის აქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლებას არ აქვს პრეტენზია მაქსიმალური გავლენისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს ქართული ეკლესია. დიახ, ამ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე", - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
„გავიმეორებ, რომ დიახაც, ოლიგარქ ივანიშვილს, თავისი მილიონებით და მილიარდებით აქვს დაუოკებელი ამბიცია, რომ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს მართავდეს ამ ქვეყანაში და ასეთი ინსტიტუტი არის ეკლესია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.