ჯეიმს მატისი: პატივს ვცემ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს ბრძოლის ველზე
16-02-2017, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სწორედ ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა.

 


აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ნატოს საერთაშორისო მისიებში გაღებული წვლილისთვის:

 


„ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო,“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა.

 


აშშ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც შეაფასა. ლევან იზორიას განცხადებით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

 

 

„ჩვენთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მკაფიო სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაფორმებული მემორანდუმით და უსაფრთხოების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში გაფორმებული სამ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით გამოიხატება, სოლიდურ საფუძველს გვაძლევს განვახორციელოთ ძალიან ამბიციური პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. საქართველოს მზადყოფნის პროგრამაზე მე საზოგადოებას მრავალგზის მივაწოდე ინფორმაცია. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში ერთობლივი ძალისხმევით საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ მთავარი პრაქტიკული მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის განმტკიცება ქვია", - განაცხადა იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი