ლევან იზორია ბრიუსელში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს შეხვდა
16-02-2017, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ნატოს-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს, მაიკლ ფელონს შეხვდა.

 


ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე, „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აფასებს აღნიშნული დიალოგის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

 


ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

 


თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ლატვიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი