საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურმა პროფესიონალურად იმოქმედა, როცა გერმანიაში პატრიარქთან სახელმწიფო დაცვა მიავლინა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარია კონკრეტულ პირებზე ან ინსტიტუტზე, ვიდრე გაირკვევა, თუ რა ხდება, პირველი პირი ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს“, - აცხადებს ვოლსკი.
„პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას. სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ ბოროტმოქმედების სამიზნე სასულიერო პირია, თუ სამოქალაქო პირი, ზედმეტია. ეს თემა არის ძიების პროცესში. რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე მხოლოდ გავიმეორებ იმას, რომ ფაქტია, ადამიანი დაკავებულია იმის გამო, რომ მან შეიძინა ციანიდი და მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. ეს არის მოცემულობა. გამოძიება დაადგენს, ვინ იყო შესაძლო მოწამვლის მსხვერპლი.... შეიძლება გამოძიებამ დაადგინოს, რომ დაკავებულს ციანიდი გასაყიდად მიჰქონდა და ვიღაცამ ის შეუკვეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოსადმი სერიოზული დარტყმის მიყენების პერსპექტივა", - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.