შეერთებული შტატები ფიქრობს, იმუშაოს რუსეთთან, მაგრამ დაიცავს მის საკუთარ ინტერსებს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.
სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მისი პირველი უცხოური ვიზიტისას ტილერსონი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გერმანიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
მანამდე კი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არ არის რუსეთთან სამხედრო სფეროში ითანამშრომლოს.
როგორც BBC იუწყება, ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ტილერსონმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან თანამშრომლობა, თუკი რუსეთი შეასრულებს მის ვალდებულებებს.

„როგორც მე ეს სენატში დამკიცებისას მკაფიოდ განვაცხადე, შეერთებული შტატები დასაშვებად მიიჩნევს რუსეთთან მუშაობას, როდესაც ჩვენ ვიპოვით პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებს, რომელიც სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ „შეერთებული შტატები იმოქმედებს ამერიკისა და მისი მოკავშირეების ინტერესების გათვალისწინებით“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ იგი მოელის, რომ რუსეთი პატივს სცემს მინსკის შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულება და რეგიონის სტაბილიზაციაზე მუშაობაა.
ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ იმ სფეროებში, სადაც მათი ინტერესების თანხვედრას აქვს ადგილი, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, სადაც „ტერორიზმმა ფესვები გაიდგა“.
ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე კი გენერალმა მატისმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოწოდებას, „პენტაგონთან თანამშრომლობის აღდგენის“ თაობაზე, უარით უპასუხა.
„ჩვენ ამ წუთას არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ვითანამშრომლოთ სამხედრო დონეზე, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ჩაებმებიან მოლაპარაკებებში და შეეცდებიან საერთო ინტერსების ან სამომავლო გზების გამონახვას“, უთხრა მატისმა რეპორტიორებს.
თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს და დაამატა, რომ „მცირე ეჭვი“ არსებობს იმისა, რომ რუსეთი ჩაერია რამდენიმე დასავლურ არჩევნებში ან ცდილობდა ჩარევას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.