ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არ არის რუსეთთან სამხედრო სფეროში ითანამშრომლოს.
BBC-ის ცნობით, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე გენერალმა მატისმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოწოდებას, „პენტაგონთან თანამშრომლობის აღდგენის“ თაობაზე, უარით უპასუხა.
„ჩვენ ამ წუთას არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ვითანამშრომლოთ სამხედრო დონეზე, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ჩაებმებიან მოლაპარაკებებში და შეეცდებიან საერთო ინტერსების ან სამომავლო გზების გამონახვას“, უთხრა მატისმა რეპორტიორებს.
თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს და დაამატა, რომ „მცირე ეჭვი“ არსებობს იმისა, რომ რუსეთი ჩაერია რამდენიმე დასავლურ არჩევნებში ან ცდილობდა ჩარევას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.