შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩეულმა კანდიდატმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე, გადამდგარმა ვიცე-ადმირალმა რობერტ ჰარვარდმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
როგორც BBC იუწყება, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჰარვარდმა უარის თქმის მიზეზად ოჯახური და ფინანსური ვალდებულებები დაასახელა, მაგრამ შეერთებული შტატების მედია წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი ის აღმოჩნდა, რომ მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მისი საკუთარი გუნდის მიყვანა უნდოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა რუსეთის ელჩთან სატელეფონო კონტაქტის გამო დატოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკითხის ამ უკანასკნელი გართულების შესახებ ცნობილი იმის შემდეგ გახდა, რაც ტრამპმა მტკიცედ უარყო მედია რეპორტაჟები თეთრ სახლში არეულობასთან დაკავშირებით, დაჟინებით განაცხადა რა, რომ მისი ადმინისტრაცია იმართებოდა, როგორც „შესანიშნავად აწყობილი მანქანა“.
ჰარვარდმა the Associated Press-ს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ძალიან „დამყოლი იყო“ მისი „საჭიროებებისადმი, პროფესიულადაც და პერსონალურადაც“.
„ეს წმინდაწყლის პიროვნული საკითხია“, დაამატა 60 წლის გადამდგარმა ვიცე-ადმირალმა, რომელიც ამჟამად აბუ დაბიში ბაზირებულ შეერთებული შტატების თავდაცვის კონტრაქტორ „Lockheed Martin“-ში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.
შეკითხვაზე, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში თანამშრომლების მის მიერ მიყვანა ითხოვა, ჰარვარდმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, ეს ის შეკითხვაა, რომელიც პრეზიდენტის მისამართით უნდა იყოს დასმული“.
დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი რუსეთის ელჩთან კონტაქტის გამო 13 თებერვალს გადადგა. თეთრი სახლის ცნობით, ფლინმა ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე რუსეთის ელჩთან შეერთებული შტატების სანქციები განიხილა და საუბრის შესახებ ოფიციალური პირები შეცდომაში შეიყვანა.
როგორც BBC წერს, კერძო მოქალაქეების მიერ შეერთებული შტატების დიპლომატიის განხორციელება არაკანონიერია და ფლინმა ვაშინგტონში აკრედიტებული რუსეთის საელჩოს პირველ პირთან კონტაქტი და თემების განხილვა ტრამპის ადმინისტრაციაში დანიშვნამდე მოახდინა.
გადადგომის წერილში ფლინმა თქვა, რომ მან „არჩეულ ვიცე პრეზიდენტს და სხვებს დაუდევრად მოახსენა არასრული ინფორმაცია“ მისი „რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრის შესახებ“.

ფლინმა, არმიის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა თავდაპირველად უარყო რომ ჰქონდა სანქციების განხილვა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან და ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფლინის სახელით საჯაროდ უარყო აღნიშნული ბრალდებები.
მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ფლინმა უთხრა თეთრ სახლს, რომ სანქციები განხილული იქნა.
ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე ასევე ორი სხვა კანდიდატი განიხილებოდა - ფლინის გადადგომის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, გადამდგარი სამვარსკვლავიანი გენერალი, 72 წლის ჯოზეფ კეით კელოგი და ცნობილი 4-ვარსკვლავიანი გენერალი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორობიდან 2012 წელს სკანდალით გადამდგარი დევიდ პეტრიუსი, რომელმაც უმაღლესი დონის საიდუმლო მასალები მისცა მის ბიოგრაფს, რომელთანაც მას ქორწინებაგარეშე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

(პეტრიუსი - ხელმარცხნივ, კელოგი - ხელმარჯვნივ)
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში დადანაშაულებული პეტრიუსი ჯერ კიდევ იხდის პირობით 2-წლიან სასჯელს და ვაშინგტონში გადასვლის სურვილის შემთხვევაში მან უნდა აცნობოს მის ვადაზე ადრე გათავისუფლების ზედამხედველ ოფიცერს ამის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.