ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საიუბილეო მიღება გაიმართა. დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე საიუბილეო წელი ლიტვის სახელმწიფოს და ლიტველ ხალხს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღონისძიებისადმი მიღძვნილ მიღებაზე მიულოცა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, მსურს, მივულოცო ლიტველ ხალხს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 99-ე წლისთავი. ჩვენს მეგობარს და მოკავშირეს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ და როგორც პარლამენტარები, მოწადინებულები ვართ, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ხანგრძლივი, მყარი მეგობრობა ლიტვასთან. საქართველოს და ლიტვას საკმაოდ მსგავსი ისტორიული გამოცდილება აქვთ - ჩვენ ორივემ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს და ორივე, იძულებულები ვიყავით, მალევე დაგვეთმო ის. გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის, მიიღეს იმ ლიდერებმა, რომლებიც არ იყვნენ ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩეულნი. შეიძლება, ეს არის მიზეზი, თუ რატომ ესმის ასე კარგად ჩვენს ორ ერს ერთმანეთის. ჩვენმა საერთო წარსულმა გვაჩვენა თავისუფლების და დამოუკიდებლობის ღირებულება და რომ პარტნიორობა წარმატების უფრო მეტი შანსით სარგებლობს, თუ ის საერთო ღირებულებებზეა დამყარებული.
ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველომ და ლიტვამ ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა. ჩვენ მოვახერხეთ, მნიშვნელოვნად გაგვეღრმავებინა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები, გაგვეფართოებინა ხალხთაშორისი და ეკონომიკური კავშირები, გაგვეზარდა თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. დღესდღეობით, მზარდად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ძირითად პრიორიტეტებში თანამშრომლობა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ლიტვის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საიუბილეო მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.