საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირველობა გაიმართა. ღონისძიება გენერალური შტაბის ტერიტორიაზე არსებულ ტირის ბაზაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ორი საუკეთესო მსროლელი შეირჩა.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე გავიდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც ჩემპიონატის თასი და მედალი გადაეცა. მეორე ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურე გახდა, ხოლო მესამე ადგილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა დაიკავა. მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ სამხედროებს შესაბამისი მედლები გადაეცათ.
შეჯიბრებას სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა. მონაწილეები კი, სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
ჩემპიონატში 26 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირში სამხედროები „სასროლი იარაღითა და ყუმბარსატყორცნებით სროლის კურსის“ სახელმძღვანელოთი განსაზღვრული „პისტოლეტით სასწავლო სროლის სავარჯიშოს“ და „პისტოლეტით საკვალიფიკაციო სროლების პირველი სავარჯიშოს“ მიხედვით ასპარეზობდნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.