თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
17-02-2017, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

 

ახვლედიანი სასამართლოში რამდენიმე წუთის წინათ მივიდა.

 


იგი მოსამართლის თანდასწრებით, მისი და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოიკითხება.

 

 

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

 

„წარმოდგენა არ მქონდა ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ და არც ის საუბრები ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ. ძალიან ბევრ საკითხზე, რომელზეც იმ ჩანაწერში ვსაუბრობ, ძალიან ბევრ ჟურნალისტთან მისაუბრია და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ნასაუბრები ამ ქვეყანაში. ამიტომაც ვერ ვიხსენებ ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

 

 

მისი თქმით, ჩანაწერში ასახული საუბრის შინაარსი ჰგავს მის საუბარს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც სტუმრად იმყოფებოდა.

 

 

„ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე და მიდიოდა დაახლოებით ორსაათიანი საუბარი. ამ საუბარში მონაწილეობდა სამი პირი და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა. თუმცა, მე რაც მოვისმინე, ეს არის ძალიან ბევრი საუბრიდან ამონარიდები, შესაძლოა, ეს ერთგან ვთქვი, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყოს ოთხი-ხუთი საუბრიდან ამონაკრებები. თუ იმ სუფრაზეა ჩანაწერი გაკეთებული, მაშინ ძალიან ბევრ სხვა საკითხზეცაა იქ საუბარი და ის ნაწილი სად წავიდა? ალბათ მონტაჟია, სხვა რა სახელი შეიძლება დავარქვა ამას", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

 

 

გუშინ, ამავე საქმეზე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი