ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ხელისუფლება და ეკლესია - ორივე ერთად, - აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი აზრით, დაკავებული დეკანოზი წინასწარი პატიმრობიდან პატრიარქის საქართველოში ჩამობრძანებისთანავე უნდა გათავისუფლდეს.
„მე პირადად მზად ვარ, ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო იმისთვის, რომ ეს ადამიანი, როგორც უდანაშაულო, იქნეს დაცული. როდესაც ჯგუფი პატრიარქის თანმხლები პირებისა და წმინდა სინოდის წევრებისა ჩამოვა და ჩვენ შევიკრიბებით, ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება განცხადება მერე გაკეთდეს და საერთოდ პრესკონფერენციის მოგვიწევს ერთად გაკეთება", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.