მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო", - აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
იგი მომხდარს „დახვეწილ ინტრიგას" უწოდებს.
„როგორც „არჩევანში" ჩართვისას განვაცხადე, ეს არის „კაკებეშნიკური", მზაკვრული დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარზე. ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ", - განუცხადა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.