სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას მართავს
17-02-2017, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მესამე შეხვედრას მართვას.

 


პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, დღეს, სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის თავებზე იმსჯელებს.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე, მეოთხე1 და მეშვიდე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.

 


კონსტიტუციის მეოთხე თავზე, რომელიც პრეზიდენტის კომპეტენციების საკითხებს არეგულირებს, სამუშაო ჯგუფმა გუშინ იმსჯელა.

 


საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი