„საზოგადოებრივ მაუწყებელში" მენეჯმენტისა და ბორდის წევრების შეხვედრა გაიმართა. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.
გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ. მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომელთა რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: „გამომძიებელი რეპორტიორი", „გურმანი", „ფერმა", „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", „შაბათს საღამოს ლიზასთან", „წიგნების თარო", „ტელებლოგი", „პირადი ექიმი", „სიტყვების თამაში", „გააგრძელე საქართველოს ისტორია".
სამაუწყებლო ბადეში მეორე კატეგორია, ე.წ. ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემებიც რჩება. ეს გადაცემები საშუალო რეიტინგისაა: „დოკუმენტური ფილმების სტუდია", „ეპოქა", „დღე მუზეუმში", „რადიო თავისუფლება - ინტერview".
გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ. წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა: „ხანმოკლე XX საუკუნე", „ეკონომეტრი", „ვაშინგტონი დღეს", „სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", „რეალური სივრცე", „ვექტორი", „სპორტის დაფა", „რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", „ტელემანი", „კაცების დრო", „ც სტუდია", „უცნობი მუსიკა".
მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ გეგმის აღნიშნული ვარიანტი საბოლოო არ არის და მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.