ირაკლი ალასანია და მისი გუნდი მთავრობის გადაყენების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს
23-03-2015, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა ირაკლი ალასანიამ ქართველს ჟურნალისტებს განუცხადა.


"ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება, საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში", - განაცხადა ალასანიამ.


მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან.


"თავისუფალი დემოკრატები" ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც სჭირდება ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და წავიყვანთ ქვეყანას წინ. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია. ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ალასანიამ.


"ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კონსულტაციები გამართოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასტან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთან.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი