საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.
პრემიერმა სლოვაკეთს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 2017 წელს გაიმართება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ მინისტრის მოსალოდნელ ვიზიტს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მაისში იგეგმება.
შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.