დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის.
როგორც მან ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი დეკანოზის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დეკანოზს გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.
„კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა. შესაბამისად, მას უტარდება გამოკვლევები და მკურნალობა. მეოთხე დღეა მას სჭირდება ეს, რადგან არ დაურეგულირდა. აქედან გამომდინარე, სახრბიელო არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს მისი მისამართით პატრიარქის მიერ გაკეთბული განცხადების შინაარსი გააცნო, რის გამოც ადვოკატის თქმით, დეკანოზი „ბედნიერია".
ვიდეომიმართვაში, რომელიც წუხელ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა, პატრიარქმა ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს „უცნაური და არანორმალური სიტუაცია" უწოდა.
„მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან", - განაცხადა პატრიარქმა ვიდეომიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.