საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მოჰამედ აშრაფ-ღანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტისა და სატრანზიტო მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
საუბრისას აღინიშნა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებას მხარეები ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრს უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.