ნინო ბურჯანაძე: “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, ივანიშვილის მეთაურობით, ქართველი ხალხი გაყიდეს
23-03-2015, 07:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არაფრის დაგეგმვისა და გამოცხადების მორალური უფლება არ აქვთ და დღეს რომ ისინი იმას ბედავენ, რასაც სჩადიან, არსებული ხელისუფლების ბრალია.


ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, „ნაციონალების“ მიერ მთავრობის იმპიჩმენტის დაყენებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრის დაგეგმვისა და არაფრის გამოცხადების მორალური უფლება არ აქვს. ეს ძალიან ელემენტარული ჭეშმარიტებაა და მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენ მივიღეთ მთავრობა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა იმის უფლება, რასაც ახლა ბედავენ. და ეს უფლება მისცა იმის ფასად, რომ თვითონ იყვნენ ძალიან კომფორტულად. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, ივანიშვილის მეთაურობით, ქართველი ხალხი გაყიდეს“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი