„რუსთავი 2” გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე, - აღნიშნული განცხადება სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა, ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა.
უდუმაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია პროტესტის უკიდურეს ფორმას იყენებს.
„მე მინდა „რუსთავი 2"-ის სახელით ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა, ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან „რუსთავი 2” გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 14:30 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ „რუსთავი 2” და სიტყვის თავისუფლება”, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.