დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
17-02-2017, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

აღნიშნული კლინიკის დირექტორმა, ზაზა ლაზარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტის კლინიკაში შეყვანა გონების კარგვის დიაგნოზით მოხდა. ექიმის ცნობით, მამა გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 


„გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12.00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას“, - განაცხადა ექიმმა, ზაზა ლაზარიშვილმა.

 

 

კლინიკაში დაკავებული დეკანოზის ადვოკატები და ახლობლები მივიდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი