საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კმ-ზე, მშრალ ხევზე, ახალი ხიდი შენდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ხიდი ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან შევა.
„არსებული ხიდი 80-იან წლებში იყო აშენებული, ის აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას და საფრთხეს უქმნიდა საავტომობილო მოძრაობას. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.