ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი დევიდ არმიტიჯი, რომელმაც გასულ კვირას ახალი წიგნი - „სამოქალაქო ომები: ისტორია იდეებში“ - გამოაქვეყნა, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო წუხს. თავის წიგნში იგი წერს, რომ „დემოკრატიული პოლიტიკა მსოფლიოს გარშემო ახლა, ისე როგორც არასდროს, წააგავს სამოქალაქო ომს სხვა გაგებით“ და ამის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავს.
პროფესორი არმიტიჯი არალიბერალური დემოკრატიის მოძალების საფრთხეებზეც აკეთებს ხაზგასმას და შესაძლებლობას, შეიქმნას ტრანს-ნაციონალური ალიანსი, პოპულისტ-ნაციონალისტ ლიდერებს - პუტინს, ტრამპს და გარკვეულწილად მეის, შესაძლოა მარინ ლე პენს შორის - თუ ის მოახერხებს საფრანგეთის არჩევნებში გამარჯვებას - „შემაძრწუნებელ სურათად“ და დემოკრატიის მომავლისთვის დიდ საფრთხედ აღიქვამს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ არმიტიჯთან ინტერვიუს „დოიჩე ველე“ აქვეყნებს. Guardian.ge გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილის თარგმანს, სადაც ისტორიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და დემოკრატიის მომავლის საფრთხეებზე საუბრობს.

„დოიჩე ველეს“ შეკითხვაზე, როგორ აღწერდა იმას, რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება - და ხედავს თუ არა რაიმე საფრთხეს იმისას, რომ ეს გადაიქცეს სამოქალაქო ომის მსგავს რაღაცაში, არმიტიჯი პასუხობს:
„მე ვფიქრობ, ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დავწერე. მე, რა თქმა უნდა, არ გამაჩნდა აზრი, როგორი იქნებოდა შეერთებული შტატები ახალი პრეზიდენტის შემდგომ პერიოდში. ის, რაზეც მე მაშინ ვწუხდი - და რის შესახებაც მზარდად ვწუხვარ ახლა - იყო და არის, პირველი, ის, რომ ღრმა პოლიტიკურ პოლარიზებას მივყავართ ორ ძალზე დაყოფილ ადამიანთა ჯგუფებს შორის სრული გაუგებრობისკენ, ძალადობის ენის ზრდისკენ და თვით ძალადობის წახალისებისკენ. ეს ჩვენ ვიხილეთ ახლანდელი პრეზიდენტის, ტრამპის საარჩევნო კამპანიიდან. პოლიტიკური ოპონენტებისთვის მტრების წოდება, იმის ნაცვლად, რომ ისინი უბრალოდ, ლეგიტიმურ ოპონენტებად აღიქვა, ასევე ჩანს, რომ მზარდ ფორმებს იძენს.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან მყიფე მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი აზრით, სამოქალაქო ომის ენის შემცირების და მისი რაიმე ფაქტობრივ ძალადობაში გადაყვანის თავიდან არიდებისთვის აბსოლუტურად არსებითია ის, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა რჩება არაძალადობრივი. და მე ვფიქრობ, სამოქალაქო ომისაგან თავის არიდება ამ ძალიან ამაღლებულ და ძალიან პოლარიზებულ მომენტში შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებით იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ჩანს კონფლიქტის წარმოშობის განმსაზღვრელად ამ მომენტში, ორივე მიმართულებით - საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, აქ, შეერთებულ შტატებში“.
პროფესორი არმიტიჯი ძალიან შემაშფოთებელ მდგომარეობად აღიქვამს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც და ფიქრობს, რომ ის, რაც ევროპაში ამ მხრივ ხდება, მზარდი პოპულიზმისა და ნაციონალისტური იდეების ფარგლებს სცილდება და მიიჩნევს, რომ ეს არის „დემოკრატიული პოლიტიკის უფრო ფართო კრიზისი“.
„მე ვფიქრობ, ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან გარე ზღვარს დემოკრატიული პოლიტიკის, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში განვითარდა, თავისი ღრმა პოლარიზებით - ძალადობის შემაშინებელი ენის გამოყენებით, რომელსაც მაგალითად, საფრანგეთის არჩევნებში აქვს ადგილი. მაგრამ ამასვე აქვს ადგილი პოსტ-ბრექსიტის ბრიტანეთში და ასევე ჰქონდა ადგილი „ბრექსიტის“ დებატების დროსაც. ჩვენ ახლა მომსწრე ვართ არალიბერალური დემოკრატიების დაბადების, როგორც მას ზოგიერთი უწოდებს, და არალიბერალური დემოკრატიები წარმოადგენს მიმართულებას მათი ხმების ჩახშობისკენ, რომელთაც ავტორიტარული ლიდერები არ ეთანხმებიან.
„თუ რამე შესაძლებლობა არსებობს ტრანს-ნაციონალური ალიანსისა პოპულისტ-ნაციონალისტ ლიდერებს - პუტინს, ტრამპს და გარკვეულწილად მეის, შესაძლოა მარინ ლე პენს შორის, თუ ის მოახერხებს საფრანგეთის არჩევნებში გვირგვინის დადგმას, მაშინ ეს შემაძრწუნებელ სურათს გვიქმნის დემოკრატიის მომავლისთვის, ისევე როგორც მთელი იმ პოლიტიკისთვის, რომელიც ჩვენ, სულ მცირე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვავითარეთ მთელი ევროპის მასშტაბით. ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო დიდი სიფრთხილის მომენტი და ამ სიფრთხილის არშესუსტების მომენტი მთელი ევროპის გარშემო, არჩევნების პოტენციურად კასკადური ეფექტის გამო - საფრანგეთში, გერმანიაში და ასევე ნიდერლანდებში - იმის სათავეში დაყენებით, რაც უკვე მოხდა დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“, აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ არმიტიჯი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.