საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მთავარი პროკურორის გადაყენების შესახებ „ევროპული საქართველოს" მოთხოვნას ეხმაურება.
ძიძიგურისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი.
„პროკურატურამ დროზე გამოააშკარავა დანაშაული, შემდეგ გაასაჯაროვა ის ნაწილი, რომელიც ნაწილის გასაჯაროვებაც შეიძლებოდა. რაში არის მთავარი პროკურატურის ან პროკურორის პასუხისმგებლობის თემა, მე ამას ვერ ვხედავ", - განუცხადა ჟურნალისტებს ძიძიგურმა.
მისი აზრით, საპარლამენტო უმცირესობის ეს კონკრეტული მოთხოვნაც აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობაა.
„ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძე გადადგეს, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და მათი წარმომადგენელი მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნას საპროკურორო საბჭოში დააყენებს.
ბაქრაძის განმარტებით, მათი მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და ამ საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.