მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჩაფიძის კლინიკის დირექტორმა, ზაზა ლაზარიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დეკანოზს გამოკვლევები უტარდება, მონაცემების გაანალიზების შემდეგ კი, ექიმებისთვის ნათელი გახდება თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
„პაციენტი 16 საათია შემოსულია. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ტარდება აუცილებელი კვლევები, აუცილებელი კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ. ამჟამად, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება რაც გაჟღერებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოირიცხა. გრძლედება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით.... ჯერჯერობით რჩება კლინიკაში, ჩატარდება ყველა აუცილებელი კვლევა, რომელთაგან ზოგი მოითხოვს დროს, ზოგი მათგანი 24 საათის განმავლობაში გრძელდება. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება შემდგომში", - განუცხადა ზაზა ლაზარიშვილმა ჟურნალისტებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.