საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოსამართლეებისთვის წარდგენას აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი. როგორც მან განაცხადა, გვენეტაძის ამ თანამდებობაზე არჩევა მართლმსაჯულების სისტემაში დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება.
„ვფიქრობ, ნინო გვენეტაძის პიროვნება, მისი პრინციპულობა და მაღალკვალიფიციურობა იმის გარანტი იქნება, რომ სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობის პირების უხეში ჩარევის ის მავნე პრაქტიკა, რასაც წინა ხელისუფლების პერიოდში სისტემატურად ჰქონდა ადგილი, საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას და სასამართლო გახდება პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი და იქნება ობიექტური განაჩენების გამომტანი,“ -განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.