კალიფორნიას წლების განმავლობაში უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს. მას მეტსახელად „ბომბოგენეზისი“ ან „ამინდის ბომბი“ შეარქვეს. შტორმმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას თან კოკისპირული წვიმა და წყალდიდობები მოჰყვა.

BBC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის სიახლოვეს 100 სახლიდან განხორციელდა ევაკუაცია. ასეულობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო ლოს ანჟელესის საერთაშორისო აერპორტიდან. მოსახელობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ლოს-ანჯელესის შერმან ოუკის მიმდებარედ ერთი მამაკაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ხის წაქცევის შედეგად ჩამოვარდნილი ელექტროგადამცემი ხაზები მის ავტომანქანას დაეცა.
მეორე ადამიანი ქალაქ ვიქტორვილში მაშინ დაიღუპა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება წყალდიდობისას ჩაიძირა.

იმავე საავტომობილო გზაზე ერთ-ერთი მძღოლი მაშველებმა გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც მან თავისი ავტომანქანის სახურავზე ასვლა მოახერხა.
როგორც მეტეოროლოგმა რაიან მაუმ the Los Angeles Times-ს განუცხადა, კალიფორნიაში შემდეგი კვირის განმავლობაში 10 ტრილიონი გალონი წვიმა მოვა, რაც ნიაგარას ჩანჩქერიდან 154 დღის განმავლობაში გადმოღვრილი წყლის ოდენობის ტოლფასი იქნება.

ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, „შტორმი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კალიფორნიას ამ სეზონზე დაატყდა თავს, უძლიერესი ჩანს“ და „შესაძლოა, ის უძლიერსი იყოს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 2004 წლის დეკემბრის ან 1995 წლის იანვრის შემდეგაც კი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.