ამერიკის შეერთებული შტატები „შეუდრეკელი“ იქნება NATO-სადმი მხარდაჭერაში, უთხრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ევროპელ ლიდერებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
როგორც BBC წერს, ტრამპის ადმინისტრაციის თავის პირველ საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართვაში, პენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „იდგება ევროპასთან დღეს და ყოველ დღე“.
მაგრამ მან შეკრებილ ლიდერებს უთხრა, რომ ევროპული ქვეყნები საზიარო თავდაცვის მიმართულებით საკმარის თანხებს არ იხდიან.
მისი თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ხუთი ასრულებს თავის ვალდებულებას და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს.
„დადგა დრო, გავაკეთოთ მეტი“, თქვა მან.
პენსის სიტყვას ისმენდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით პენსამდე გამოვიდა. გერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე.
NATO-ს შეფასებით, 2016 წლისთვის მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა დახარჯა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის მიმართულებაზე.
პენსი რუსეთის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეძებთ ახალ საერთო შეხების წერტილებს, რომელიც, როგორც თქვენ იცით, პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ შეიძლება ვიპოვოთ“.
პენსმა თქვა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს უკრაინაზე და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მისი სამხედრო ოპერაციების დეესკალაცია უნდა მოახდინოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.