საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წლის ბოლოს გუდაურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
კურორტზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა.
„აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ახდენს“ - განაცხადა მინისტრმა.
ალავიძე გუდაურში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო - სათხილამურო ტრასებზე არსებული ვითარება შეამოწმა და კურორტზე დაწესებული უსაფრთხოების ზომებით დაინტერესდა.
მისი განცხადებით, გუდაურში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები პრიორიტეტულია და ყველა სამუშაო განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.