საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიება არის ვალდებული, რომლის წინაშეც არის მართლა ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. გამოძიების შედეგში უნდა აისახოს ის სიმართლე, რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ეს ინტერესი", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.