დავით ბაქრაძე: ამ უკიდურეს ნაბიჯზე „რუსთავი 2" წავიდა იმიტომ, რომ ეს გათიშვა იყოს ერთდღიანი და საქართველომ არ მიიღოს ის სურათი, რისი მიღებაც უნდა ხელისუფლებას - სამუდამოდ გათიშული „რუსთავი 2"
18-02-2017, 04:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ უკიდურეს ნაბიჯზე „რუსთავი 2" წავიდა იმიტომ, რომ ეს გათიშვა იყოს ერთდღიანი და საქართველომ არ მიიღოს ის სურათი, რისი მიღებაც უნდა ხელისუფლებას - სამუდამოდ გათიშული „რუსთავი 2", - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის პროტესტი საზოგადოების გამოღვიძებას ემსახურება.

 

 

„მე იმედი მაქვს, რომ ხვალ, აქციაზე, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოება მოვა, ჩვენი საზოგადოება ხმამაღლა იტყვის თავის სათქმელს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

„რუსთავი 2” გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე, - აღნიშნული განცხადება სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა, ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში წუხელ გააკეთა.

 


უდუმაშვილის თქმით, ტელეკომპანია პროტესტის უკიდურეს ფორმას იყენებს.

 


„მე მინდა „რუსთავი 2"-ის სახელით ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა, ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან „რუსთავი 2” გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, 14:30 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ „რუსთავი 2” და სიტყვის თავისუფლება”, - განაცხადა ჟურნალისტმა „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი