მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი: მოვუწოდებ ყველას - დაამთავრეთ ეს ჭაობი.... მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეული სიტყვა, რასაც ვამბობ, შეთანხმებული მაქვს მასთან
18-02-2017, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეული სიტყვა, რასაც ვამბობ, შეთანხმებული მაქვს მამა გიორგისთან, - აღნიშნული განცხადება დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ „პოლიტიკური ქულების დაწერასა" და „პოლიტიკური კარიერის გაკეთებას" არ აპირებს.

 

 

„ჩემს ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ დღეების განმავლობაში, გაკეთდა არაერთი განცხადება, შეფასება და მე მაქსიმალურად ვცდლობდი, რომ ეს "გამეტარებინა", არ მიმეღო მხედველობაში და არ გამეკეთებინა კომენტარი, მაგრამ მინდა ადრესატებმა გაიგონ - საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიმიჯნოს საადვოკატო საქმიანობა პოლიტიკისგან. მე ამ საქმისგან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, არ ვაპირებ პოლიტიკური ქულების დაწერას. აქედან გამომდინარე, მე ვაკეთებ მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ განცხადებებს და არ ვსაუბრობ იმ ტერმინოლოგიით, ვისაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა. ნურას უკაცრავად....

 


მე გამოვდივარ მამა გიორგის ინტერესებიდან, რომ მაქსიმალურაც მოხდეს ამ საკითხის პოლიტიკიდან დისტანცირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაინტერესებს პოლიტიკური ქულების დაწერა. მაინტერესებს ერთადერთი რამ, გაირკვეს მისი უდანაშაუალობა და ის, თუ ვინ მოუწყო ეს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს თუ როგორი შეფსება კეთდება. მოვუწოდებ ყველას, დაამთავრეთ ეს ჭაობი და პროფესია ნუ გერევათ პოლიტიკაში. მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეული სიტყვა, რასაც ვამბობ, შეთანხმებული მაქვს მამა გიორგისთან. თქვენი პოლიტიკა შეინახეთ თქვენთვის" - განაცხადა ფანცულაიამ, რომელიც ცოტა ხნის წინათ, ჩაფიძის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის სანახავად მივიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი