ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიაზე სასტიკი თავდასხმა წამოიწყო მისი თეთრ სახლში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შედგომიდან განვლილი პერიოდის დაცვისას.
მან „თვითერზე“ იმ მედია საშუალებების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მისი აზრით, ამერიკელი ხალხის მტრები არიან.
„ყალბი ახალი ამბების მედია, The New York Times-ი, NBC, ABC, CBS, CNN-ი ჩემი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელი ხალხის მტრები არიან“, დაწერა ტრამპმა.
ხუთშაბათს 76-წუთიან პრესკონფერენციაზე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი არაკეთილსინდისიერების დონე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
მან ციტირება მოიყვანა მის მიმართ მტრულად განწყობილი მედიიდან, რომელიც მის მოწოდებას შეიცავდა რუსეთთან უფრო თბილი ურთიერთობების შესახებ.
ტრამპმა მედია მისი მიღწევების დაკნინებაში დაადანაშაულა იმ დროს, როდესაც მას „მემკვიდრეობით ერგო დომხალი შინ და საზღვარგარეთ“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი თეთრი სახლის საპრესკონფერენციო დარბაზში იმისთვის გამოდიოდა, რომ მისი გზავნილი „პირდაპირ ხალხთან“ მისულიყო.
მან შეაქო მისი ადმინისტრაცია მისი „მნიშვნელოვანი პროგრესისთვის“, ხაზი გაუსვა რა მის წარმატებას საფონდო ბირჟების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და არალეგალური ემიგრაციის შეზღუდვის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.