საპარლამენტო უმცირესობის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის პარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საუბარი ყველა იმ საკითხს შეეხო, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საქართველოს ევროპული მომავლისათვის, მათ შორის იმ თემებზე, რომლებიც უკავშირდება ქართულ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას.
„ძალიან კარგი შეთავაზება იყო ქალბატონ გომეშის მხრიდან, რომ ევროპარლამენტი მზად არის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობისათვის შექმნას ახალი მექანიზმი, რაც საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის რეგულარული კონტაქტების დამყარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური თანამშრომლობა, არამედ ეს იქნება კონტაქტები საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტარებს შორის ყველა იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისათვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ამ მექანიზმში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ძალიან კარგი წამოწყება. მისივე შეფასებით, მთლიანობაში შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.