საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის პარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხო, ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და მისი გაუმჯობესების გზებს, ევროპარლამენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რისთვისაც დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ქალბატონ ანა გომეშს. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის რუსთავი 2-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ფრაქციების ურთიერთობასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. საუბარია ევროპულ და ჩვენს ფრაქციასთან მიმართებით და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი შემდგომი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. ქალბატონ ანასგან პირობა მივიღეთ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში ის საფუძვლიან დახმარებას გაგვიწევს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.