საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა განიხილეს, რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოპოვების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სრული და აქტიური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულები, ამ შემთხვევაში, ქართველების ეთნიკური წმენდა, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, დაუსჯელი არ დარჩეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, გამოძიებას იმედის თვალით უყურებენ მსხვერპლთა ოჯახები და პროკურორს, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვების პროცესში შეუძლია, ჰქონდეს ქართული მხარის სრული თანამშრომლობის იმედი.
ფატუ ბენსუდამ ქართულ მხარეს მაქსიმალური ღიაობისა და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს რუსეთისგან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია, გამოძიება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.