გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიუნხენის კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საქმიან სადილზე უმასპინძლა. ურსულა ფონ დერ ლეიენმა ლევან იზორიას, პირადად გადაუხადა მადლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს, ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოვლენილი გმირობისთვის.
თავდაცვის უწყების ცნობით, საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუფიქსირა გერმანული მხარის თანადგომა და მხარდაჭერა უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმირების პროცესში.
შეხვედრისას, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ლევან იზორიას, საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციასა და ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს გუნდის მიერ დაწყებულ საერთაშორისო პროექტებში მხარდაჭერა აღუთქვა.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის უცხოელ კოლეგებს, მათ შორის, შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა.
პიტერ ჰულტქვისტმა ლევან იზორიას ინიციატივას, თავდაცვის სფეროში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და ქართველ კოლეგას ამ ფორმატში მხარდაჭერა აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.