მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თეოდორ მელესკანუს შეხვდა
18-02-2017, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თეოდორ მელესკანუს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ და სატრანზიტო პოტენციალს, საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელესკანუს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და მოსალოდნელ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.

 

 

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მიესალმა საქართველოს მიღწეულ პროგრესს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. აღინიშნა საქართველოს, როგორც ლიდერის როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებაში, ასევე ნატოს მისიებში მონაწილეობის კუთხით.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში დაპატიჟა.

 

 

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თეოდორ მელესკანუს განცხადებით, უმაღლესი რანგის დელეგაცია საქართველოს მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი