პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპკორპუსის დასწრება უზრუნველყოს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა.
„ამ მოხსენების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დაესწრონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებოდნენ. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ პარლამენტს, უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ასევე, დიპლომატიური და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწილიურ მოხსენებაზე დასასწრებად. ამ თხონით ჩვენ ოფიციალურად წერილობითაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 31 მარტს არის დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.